"უკრაინა EU-სგან 18-მილიარდიანი დახმარების ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს" | შმიგალი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მიკროფინანსური სტაბილურობის მარდამჭერისთვისაა განსაზღვრული.

„ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, დაფაროს ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და თანხების სტაბილური ნაკადი ჰქონდეს მთელი წლის განმავლობაში“, - თქვა მან. 

ინფორმაციისთვის, როდის განხორციელდება შემდგომი ტრანშები, ამ დროისთვის უცნობია. ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 18-მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში მიაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი