
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა რუსი სამხედროები, რომლებიც 14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმაში მონაწილებდნენ.
"ყოველ რუსულ სამხედრო დანაშაულს ჰყავს კონკრეტული დამნაშავე. უშიშროება დაადგენს და გამოაქვეყნებს ყველას დეტალებს სახელით - რათა არც ერთი მკვლელი არ გადაურჩეს სასჯელს. დაე, ყველა ვინც ამგვარ დანაშაულებშია ჩართული, ყოველ წუთს დაელოდონ შურისძიებას.. სპეცსამსახურმა უკვე შეაგროვა მტკიცებულებების უზარმაზარი სია საერთაშორისო სასამართლოებისთვის და ომის ყოველი ახალი დღე აფართოებს და ავსებს მას", - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა.
წინასწარი მონაცემებით, დანაშაულში ჩართული იყო რუსეთის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის:
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს რუსმა ოკუპანტემა დნიპროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, დაიღუპა 40 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია.