რადას დეპუტატები არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

რადას წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, დეპუტატების მიმართვა უკვე გაეგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს. 

"დროა არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს", - განაცხადა გონჩარენკომ. 

ცნობისთვის, 14 იანვარს დნიპროში რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შესახებ, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ მოხვდა, რაც იგი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა ეს ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ ტიპის რაკეტების ჩამოგდება, რომელიც კორპუსს მოხვდა. 

უკანასკნელი მონაცემებით, დნიპროში მომხდარ დაბომბვას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავდა 75 ადამიანი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი