BBC: რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინაში, რომლებიც ყველაზე დიდი მსხვერპლით დასრულდა

გამოქვეყნდა:

14 იანვარს დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავდა ათობით ადამიანი, ასობით ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი.

დნეპერზე მიტანილი რუსული სარაკეტო იერიში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგ, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

​ამ ომის ადამიანური ტრაგედიის მასშტაბების საჩვენებლად, BBC უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის სხვა შემთხვევებსაც იხსენებს: 

2022 წლის 27 თებერვალი - 31 მარტი

გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბუჩა და ირპენი კიევის რეგიონში. აღნიშნული დასახლებების გათავისუფლების შემდეგ მიმდებარე სოფლებში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. მხოლოდ ბუჩაში 458 ცხედარი იპოვეს, მათ შორის 9 ბავშვია, ირპენში კი ჯერ კიდევ ოკუპაციის დროს 269 ცხედარი იპოვეს.

2022 წლის 16 მარტი

რუსული ავიაციის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვა ქალაქისთვის ბრძოლების დროს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, თეატრს 500-დან 1200-მდე ადამიანმა შეაფარა თავი. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - უკრაინის ხელისუფლების ცნობით, შესაძლოა, რომ  300-მდე ადამიანი დაღუპულიყო, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ს მიაჩნია, რომ დაბომბვის შემდეგ ცოტა ხნის წინ მსხვერპლთა რაოდენობა იმაზე ნაკლები იყო. მთლიანობაში, მარიუპოლში ბრძოლების დროს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

2022 წლის 8 აპრილი

რუსეთის თავდასხმა დონეცკის ოლქის კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე. ქალაქიდან, რომელიც დონეცკის ოკუპაციის შემდეგ რეგიონულ ცენტრად იქცა, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაშავდა 98 ადამიანი.

2022 წლის 27 ივნისი

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად პოლტავას რეგიონის ქალაქ კრემენჩუკში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ამსტორს" ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, დაშავდა 59 დაშავდა. რუსმა ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს X-22-ს რაკეტბით დარტყმა.

2022 წლის 9 ივლისი

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარზე სარაკეტო თავდასხმა. რუსული რაკეტა საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 48 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი.

2022 წლის 14 ივლისი

რუსული არმიის სარაკეტო შეტევა ვინიცაზე. ცენტრალურ უკრაინაში მდებარე ქალაქი რამდენჯერმე დაიბომბა, მაგრამ ივლისის დაბომბვა ყველაზე სისხლიანი იყო. დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

2022 წლის 24 აგვისტო

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო შეტევა  იერიში მიიტატეს. დაიწვა ხუთი მსუბუქი ავტომობილი, დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

2022 წლის 10 ოქტომბერი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასიური რუსული დაბომბვა უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის  დაწყების შემდეგ და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პირველი მასიური დაბომბვა. დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა. იმ დღეს კიევის ცენტრზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 50 დაშავდა.

2023 წლის 14 იანვარი

რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის მორიგი მასიური დაბომბვა. რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად დნეპერში საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობის მთელი შესასვლელი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ათობით ადამიანი დარჩა. სარაკეტო იერიში შაბათ-კვირას მოხდა, როდესაც სახლში ბევრი მაცხოვრებელი იმყოფებოდა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ 40 დაღუპულის შესახებ,რომელთაგან 3 ბავშვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი