"სოლედარს არ შეიძლება ეწოდოს რუსული... მისთვის ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება" | უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფის პრესსპიკერის, სერხიი ჩერევატის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები სოლედარის დაცვას აგრძელებენ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი რუსულად ჩაითვალოს.

მისი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები თავისი ძალისხმევის დიდ ნაწილს ბახმუტის მიმართულებაზე აკეთებენ.

"აგრესორის თავდასხმის მთავარ მიმართულებად რჩება უკრაინის აღმოსავლეთი. მტრის ძირითადი შეტევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, განსაკუთრებით სოლედარის რაიონში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული შენაერთები აგრძელებენ თავდაცვას თავად ქალაქში და მის მისადგომებზე", - თქვა ჩერევატმა.

 შეგახსენებთ, რომ სოლედართან დაკავშირებით რუსეთმა რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქი აიღეს, თუმცა უკრაინა ამას არ ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი