ოკუპანტების თავდასხმა დნიპროზე | მაშველები ნანგრევებში მყოფ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნდა:

დნიპროში მაშველები კორპუსის ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 50-საათიანი გაწმენდითი სამუშაოების განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებში 40 ცხედარი იპოვეს. 10-მდე ადამიანი კი ცოცხლად გამოიყვანეს. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

მაშველები და მოხალისეები ნანგრევებში კიდევ 23 ადამიანს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ გამორიცხავს, რომ უახლოეს საათებში დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მძიმეა საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების მდგომარეობა. 10-მდე ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი