"ბელარუსში ამჟამად 11 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება" | უკრაინის სასაზღვრო სამსახური

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსში ამჟამად 11 000 რუსი სამხედრო იმყოფება და მათი როტაცია მიმდინარეობს. უკრაინის საზღვრის საიხლოვეს კი ოკუპანტების რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება. 

სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის განცხადებით, უკრაინელი მესაზღვრეები და სამხედროები ბელარუსთან საზღვრის გამაგრებას განაგრძობენ. 

„დღეისთვის ჩვენ არ ვაფიქსირებთ ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს რუსული ბელარუსული ჯარების დაჯგუფებების ზრდას. დღეისთვის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ძალების რაოდენობა დაახლოებით 11 ათას სამხედროს შეადგენს. ამასთან, ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ახლა მიმდინარეობს რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია“, – განაცხადა დეინეკომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი