
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდ ბრიტანეთს სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინას სჭირდება.
"ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება. გმადლობთ, ბრიტანელებო, ამ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებაში ძლიერი წვლილისთვის " - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა უკრაინის დღემდე ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.