
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ორშაბათს განაცხადა, რომ 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მონაცემები 15 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
"დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო არეალის ეფექტით, მათ შორის მძიმე არტილერიიდან დაბომბვა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რაკეტები და საჰაერო დარტყმები", - ნათქვამია OHCHR-ის განცხადებაში.
გაეროს უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ მან დაადასტურა 7 031 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, მაგრამ თვლის, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი "საგრძნობლად მეტია", რადგან ბევრი ინფორმაცაი ჯერ დადასტურებული არაა და ასევე, ვერ ხერხდება იმ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მოკვლევა, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.
დაფიქსირებული მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შემთხვევების უმეტესობა მოხდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - 6 536, რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში დაფიქსირებული 495-თან შედარებით.