დნიპროში მაღალსართულიან შენობაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა, ბორის ფილატოვმა გაავრცელა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
დადასტურებულია, რომ გარდაცვლილებს შორის, მინიმუმ 4 ბავშვია.
ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსს რუსული Kh-22 რაკეტა მოხდვა, რომელიც, როგორც ცნობილია, არაზუსტია.