რუსეთში ჟურნალისტი სიტყვა "ფრონტის" წარმოთქმის გამო დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში გამოცემა Yakutia.Info-ის რედაქტორის მოადგილე, ტიმოფეი ეფრემოვი სასამართლომ 30 000 რუბლით წარმოთქმული სიტყვის - "ფრონტი" გამო დააჯარიმა.

კაცმა თქვა ფრაზა: "ქალს ფრონტზე ვერ გაგზავნი", რაც თითქოს რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ახდენს.

რუსეთის სასამართლომ განაცხადა, რომ ცნება "ფრონტი" ეხება ომს და რუსეთი აწარმოებს არა ომს, არამედ "სპეციალურ ოპერაციას". ამდენად, ჟურნალისტს ოფიციალური ტერმინი "კონტაქტის ხაზი" გამოყენება მოუწია.

მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა და ის დაიხურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი