დიპლომატიური სკანდალი, რომელიც შესაძლოა საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული მეგობრის დაკარგვად დაუჯდეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თავს თავის პოლონელ კოლეგას, მალგოჟატა გროშევსკას ესხმის.
დაპირისპირების მიზეზი ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილია. თავდასხმის ფორმა კი იმდენად მძიმე, რომ არ არის გამორიცხული პოლონეთმა საპასუხო დიპლომატიურ ზომებს მიმართოს. ვოლსკიმ დღეს ფაქტობრივად დააანონსა, რომ საქართველო პოლონელ მაღალჩინოსანს მოექცევა ისე, როგორც რუსეთი და ბელორუსი, ანუ ჩაუკეტავს საზღვარს.
იხილეთ ასევე: