"რუსეთი წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევს" | უკრაინის ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა, განაცხადა, რუსეთი წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალებას არ აძლევს.

"ICRC-ს ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა სამხედრო ტყვეებსა და სამოქალაქო მძევლებთან", - თქვა ლუბინეცმა.

ლუბინეცი რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს, ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა, სადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თემაც განიხილებოდა.

ომბუდსმენის ცნობით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დატყვევებულ ადამიანებთან წვდომა შეძლონ.

გარდა ამისა, დღეს რუსეთის ომბუდსმენმა მოულოდნელად განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პატიმრების გაცვლის საკითხს არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახალხო დამცველმა 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა ტყვეების, კერძოდ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების გაცვლაზე ისაუბრებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი