რუსები უკრაინის რამდენიმე ოკუპირებული ქალაქის სტატუსის სოფლად შეცვლას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რამდენიმე დატყვევებული ქალაქის სტატუსის სოფლად შეცვლას განიხილავენ. მიზეზი კი მათი თქმით, მოსახლეობის მრავალჯერადი შემცირებაა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და კომუნალური დაწესებულებების პერსონალი გაუქმდება ან შემცირდება. დამპყრობლები საუბრობენ კიდევ უფრო შეზღუდულ ბიუჯეტებზეც, ასევე, კლინიკების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ქსელის ოპტიმიზაციაზე.

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია ასევე იტყობინება, რომ ოკუპანტებმა შეაჩერეს ყველა მაღაროს მუშაობა სოფელ ხრუსტალნეში. გარდა ამისა, რუსულმა კომპანიებმა, რომლებიც იქ "ფულის გასათეთრებლად" ჩავიდნენ, ბევრი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი მთლიანად დაშალეს და გაიქცნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი