ვაშინგტონში წუხან, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე უმძიმესი გზავნილები კონგრესის უმაღლესი ტრიბუნიდანაც ისმის.
"ამერიკის ხმასთან" ვრცელ ინტერვიუში იან ბრჟეზინსკი კიდევ ერთხელ დეტალურად საუბრობს, რომ დემოკრატიის ნებიმიერი უკუსვლა კონტრპროდუქტიული იქნება ნებისმიერი იმ ტრანსატლანტიკური ამბიციისთვის, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს.
"თუკი საქართველო უარს იტყვის მის ხანგრძლივ ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომ გახდეს ტრანსატლანტიკური საზოგადოების სრული წევრი, ინსტიტუციურად იყოს ნატოს წევრიც, ეს საქართველოსთვის შეცდომა იქნება. დემოკრატიული უკუსვლა კონტრპროდუქტიული იქნება ნებისმიერი იმ ტრანსატლანტიკური ამბიციისთვის, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს. ასეთია პოლიტიკური რეალობა",- თქვა იან ბრჟეზინსკიმ, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი, "ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი.
საგარეო პოლიტიკისა და სამხედრო საკითხების ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს საქართველოს "რუხ ზონაში" და "მოწყვლადს" დატოვებს. მეორე მხრივ კი ეს იქნება დანაკარგი ნატოსთვისაც.
იხილეთ ასევე: