კიევის რეგიონში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნას მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პოლიციამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს კიევის რეგიონის გარეუბანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა.

ეროვნული პოლიციის უფროსმა, იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ დაღუპულთაგან 9 თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ გარეუბანში.

პოლიცია ამბობს, რომ დაღუპულთაგან ორი ბავშვია.

კიდევ 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი