ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის წევრი (EPP), რასა იუკნევიჩიანე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის პრეზიდენტს ეთანხმება, ამიტომ იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
იუკნევიჩიენეს თქმით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო, საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
"სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას - ჟურნალისტს და მთავარი არხის აღმასრულებელ დირექტორს. ამის შესახებ წერილი პრეზიდენტს ევროპარლამენტარებმა უკვე გასულ ნოემბერს გაუგზავნეს. საქართველო ევროპაა, თუმცა საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში პოლიტიზებული მართლმსაჯულების გამო", - წერს რასა იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ
საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე.