
CNN-ს ორი წყარო ეუბნება, რომ აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომლის ღირებულებაც, საერთო ჯამში, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარი იქნება. პაკეტში, მედიის ცნობით, პირველად შევა Stryker საბრძოლო ჯავშანმანქანები.
ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პაკეტი ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ შესაძლოა კვირის ბოლოს უკვე მზად იყოს.
ახალი პაკეტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება, მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
წყაროები ამბობენ, რომ პაკეტი მოიცავს უფრო მეტ "ბრედლის" საბრძოლო მანქანებს, ნაღმების რეზისტენტული ჩასაფრებული მანქანები, რომლებიც ცნობილია როგორც MRAP. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გაუგზავნის მეტ საბრძოლო მასალას მისი საარტილერიო სისტემებისთვის და HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, რაც თანმიმდევრულია ბოლო დახმარების პაკეტებში.