თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სასამართლომ დაადგინა გამოძიების დარღვევები. მისი თქმით, სუს-მა თავად გაანადგურა მტკიცებულებები, რომლებიც მათ დააზიანებდათ.
"ნათლად არის აღნიშნული, რომ გამოძიება ძალიან დიდი დარღვევით და არაეფექტურად ჩატარდა. ეს სპეცოპერაცია სუს-მა ჩაატარა, სუს-მა დაიწყო ამ საქმის რამოდენიმე ხნის მერე გამოძიება, ის რაც მათ ძალიან დააზიანებდათ ის ნაწილი ასე ვთქვათ გაანეიტრალეს, ხელყუმბარა ააფეთქეს, მოაშორეს, მტკიცებულებები გაანადგურეს", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, თამთა მიქელაძე აღნიშნას, რომ ეს საქმე ნამდვილად გახდება ეროვნულ დონზე ხელახალი გამოძიების საფუძველი. მისივე თქმით, მომავალ წლებში, ევროპის საბჭოს მინისტრა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას. იხილეთ ასევე: