უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 459 ბავშვი ემსხვერპლა | უკრაინაის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

19 იანვრის მდგომარეობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკვე 459 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1 368-ზე მეტი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 429, ხარკოვის ოლქში - 269, კიევის ოლქში - 117, ჩერნიგოვის ოლქში - 82, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 82, ხერსონის ოლქში - 83, ზაპოროჟიეს ოლქში - 84 ლასტროვის ოლქში - 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 34, ლასტროვის ოლქში - 68.

გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი