
მოლაპარაკებების მეოთხე ღამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე შეთანხმდნენ. გეგმა 750 მილიარდ ევროს მოიცავს და ეს არის ყველაზე დიდი სესხი, რაზეც კი ევროკავშირი აქამდე შეთანხმებულა.
გარიგება მოიცავს 390 მილიონი ევროს გრანტის პროგრამას, რომელიც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შეეხებათ. მთავარი მიმღებები, სავარაუდოდ, იტალია და ესპანეთი იქნება. დარჩენილი 360 ევრო კი დაბალპროცენტიან სესხებზე განაწილდება.
ჩვენ ეს გავაკეთეთ! ევროპა ძლიერია. ევროპა გაერთიანებულია. ეს კარგი, ძლიერი გარიგებაა და რაც მთავარია, ეს ახლა ევროპისთვის სწორი შეთანხმებაა - თქვა სამიტის თავმჯდომარემ, ჩარლზ მიშელმა.
ბრიუსელში პარასკევს დაწყებული მოლაპარაკებები დაახლოებით, 90 საათი გაგრძელდა, რაც 2000 წლის შემდეგ ბლოკში გამართული ყველაზე ხანგრძლივი სამიტია. მანამდე, 20 წლის წინ ნიცაში გამართული შეხვედრა 5 დღე გაგრძელდა.
ეკონომიკის აღდგენის გეგმასთან ერთად კომისია საერთო ბიუჯეტზე შეთანხმდა, რომელიც 1,1 ტრილიონ ევროს შეადგენს და ის 2021-27 წლებში იქნება ძალაში.