"ბუკის" სისტემები და მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა | "ოცნება" უკრაინის თხოვნებს ისევ უპასუხოდ ტოვებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" უკრაინის ხელისუფლებას აიგნორებს და ომში მყოფი ხელისუფლების თხოვნებს არ იმჩნევს მაშინაც კი, როცა ეს თხოვნა უკრაინის მოქალაქეების უფლებებს შეეხება.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ უკრაინას იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა სურს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ საკითხზე 30 ოფიციალური მოთხოვნაც გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

ანდრეი კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფებამ ასევე უპასუხოდ დატოვა მათი ორგზის მიმართვა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცენ.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი