"დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი" | პოდოლიაკის მიმართვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, რომ დროა მოკავშირეებმა ცახცახი უნდა შეწყვიტონ და უკრაინას ტანკები მიაწოდონ.  

მისი თქმით, ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას.

"ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არ არის ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები - გასაღები, რათა დავასრულოთ ომი სათანადოდ. დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი", - წერს პოდოლიაკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი