
"საშიშროება კვლავ ძალიან მაღალია... სოფელ ჩერვონ იართან ნაღმზე დღეს 2 ძმა აფეთქდა" - ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი მოსახლეობას აფრთხილებს.
გუშინ, სოფელ ვისოკოიეს მახლობლად, მინდორში მომუშავე კაცი ნაღმზე დაშავდა. დღეს სოფელი ჩერვონ იართან ნაღმზე ორი ძმა აფეთქდა, რომლებიც მინდორში ჭურვებს აგროვებდნენ. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორეს გადარჩენას კი ექიმები ცდილობენ. ხერსონის რაიონში ნაღმის საშიშროება კვლავ ძალიან მაღალია, ამიტომ, ადგილობრივ მოსახლეობას ვთხოვთ, გამოიყენონ მხოლოდ ის მარშრუტები რომლებიც გამოკვლეულია. თავს გაუფრთხილდით, - ამბობს ოლქის ხელმძღვანელი.