
უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ევროპული მხარდაჭერის მეშვიდე პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, რომელიც განკუთვნილია სამხედრო დახმარებისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პოლონურ რადიოსადგურმა RMF-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ევროპის მშვიდობის ფონდის 500 მლრდ ევროზე. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები ბუდაპეშტზე ზეწოლას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს გააგრძელებენ. თუ უნგრეთი გააგრძელებს პროტესტს, ევროპელი დიპლომატები აპირებენ ტრანშის დამტკიცებას მისი მონაწილეობის გარეშე.
ასევე, ცნობილია, რომ ბუდაპეშტის ვეტო იწვევს ევროკავშირის დიპლომატების მზარდ აღშფოთებას, რადგან მას სხვა გამართლება არ აქვს, გარდა რუსეთის პოპულარიზაციისა.