CIA-ს დირექტორი ფარულად ეწვია კიევს და ზელენსკის რუსეთის გეგმების შესახებ ესაუბრა - WP

გამოქვეყნდა:

The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ფარულად ეწვია კიევს გასული კვირის ბოლოს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

გამოცემა წერს, რომ ბერნსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ზელენსკისთვის გაეცნო მისი მოლოდინები რუსეთის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით.

წყაროების თანახმად, ზელენსკიმ და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ რამდენ ხანს შეიძლება დაეყრდნოს უკრაინას აშშ-სა და დასავლეთის დახმარებას, ბერნსმა კი თქვა, რომ რაღაც მომენტში, დახმარები მიღება უფრო რთული გახდება.

მედია წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინულ მხარეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი ძლიერი დარჩება და გაგრძელდება, მინიმუმ ივლის-აგვისტომდე.

ასევე, წყაროების თანახმად, კიევი ახლა ნაკლებად დარწმუნებულია კონგრესის მიერ მიღებული დამატებითი დახმარების კიდევ ერთი მრავალმილიარდიანი პაკეტის პერსპექტივაში, როგორც ეს მოხდა გასულ გაზაფხულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი