აშშ-მა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოუყო. მედიის ინფორმაციით, პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS და NASAMS სისტემებისთვის, ასევე, 90 Stryker ჯავშანმანქანა, 59 Bradley-ის საბრძოლო მანქანა და სხვა მასალა. 

ასევე, აშშ უკრაინას გადასცემს რვა Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემას, 53 ნაღმსაწინააღმდეგო მანქანას (MRAP), 350 მრავალფუნქციურ მანქანას (HMMWV), საარტილერიო ჭურვებს, HARM რაკეტებს და სხვა აღჭურვილობებს.

ეს არის ოცდამეათე სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც ამერიკამ უკრაინას გამოუყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი