საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის "ოქროს მოწმე" - თავდამსხმელის შვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან სხვა თვითმხილველებიც.
არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სამხედრომ მეზობლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, შვილმა სახლიდან გამოსვლა და სხვების გაფრთხილება შეძლო, მან ადგილობრივებს უთხრა, რომ ბინაში იყო ასაფეთქებელი ნივთირებაც.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბინიდან საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები ამოიღეს, თუმცა აღნიშნული ჯერ შესაბამის უწყებებს არ დაუდასტურებიათ.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. იხილეთ: