"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელს ნაქირავები ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც სავარაუდოდ, იმ ცეცხლსასროლ იარაღებს იანახავდა, რომელიც გუშინ გამოიყენა.
ამ წუთებში ამ ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს.
კორპუსის აივნიდან ნასროლი ტყვები მოხვდა კორპუსთან მდგარ 10-მდე ავტომანქანას, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ბინა.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.
თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა". იხილეთ: