მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად - დეგნანი "ბუკზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიასთან კომენტარის დროს უპასუხა კითხვას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ომში მყოფნი ქვეყნის დახმარებას ეხებოდა. დეგნანი ორივე ქვეყანას მოუწოდებს, მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ.

"ახლა არის ძალიან სენსიტიური დრო, რუსეთი აწარმოებს ომს იმისთვის, რომ უკრაინას წაართვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს, გადახედონ, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინის დასახმარებლად. საქართველომ ბევრი გააკეთა ჰუმანიტარულ სფეროში, საერთაშორისო ფორუმებში კენჭისყრებში მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლია.

ვფიქრობ, ყველა კარგად აცნობიერებს, რა სენსიტიურ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, ვინაიდან მისი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად", - თქვა დეგნანმა. 

ცნობისთვის, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოს სთხოვა "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს, ომის დროს მიიღო. .

თავდაცვის სამინისტრომ პასუხად გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სიცრუეა თითქოს უკრაინამ "ბუკის" საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი