მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს - პოპესკუ

გამოქვეყნდა:

"მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს", - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ  ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოლდოვის ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახა, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.

 "ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არის ყველა ჩვენგანის დიდი სურვილი", - თქვა ნიკუ პოპესკუმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი