თუ კეზერაშვილს ნაყოფიას გაგდება უნდოდა პარტიიდან, მაშინ დღეს ნაყოფია რატომ ხვდება მას? - ხაბეიშვილი მელიას 

გამოქვეყნდა:

ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე 6 დღე რჩება - პარალელურად  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ისევ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ნიკა მელია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, ლევან ხაბეიშვილი კი მოქმედ თავმჯდომარეს უმოქმედობაში ადანაშაულებს.  

"როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოვდა. მაშინ გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვედრა, ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ? და თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, მაშინ დღეს კობა ნაყოფია რატომ ხვდება მას? გაგვცეს პასუხი

და მეორე მთავარ კითხვაზე გაგვცეს პასუხი: 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატის წინააღმდეგი ენმ-დან? რატომ იყო, რომ ნიკა მელიას არ უნდოდა მიშა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ენმ-დან. ამაზე გასცეს საზოგადოებას პასუხი და რატომ იმუქრებოდა თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი ენმ-დან პარტიიდან წასვლით?",- ამბობს ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ის პროცესები რაც ახლა ენმ-ში ხდება, თავიდან ბოლომდე ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის გამოწვეულია. "შაბათის მთავარის" ეთერში, პირდაპირი ჩართვისას, მელიამ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ენმ სულ სხვა პროცესისთვის ემზადებოდა და მოახლოებული იყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, 9 ნოემბერს პარტიის ერთმა ნაწილმა თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები მოითხოვა. კითხვაზე, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს, მელია ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს ბიზნესინტერესი

 იხილეთ ნიკა მელიას განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი