სირიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა 

გამოქვეყნდა:

ცამეტი ადამიანი დაიღუპა  ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მაშველები ადამიანებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. 

სახელმწიფო მედია მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინებია, რომ სირიის სიდიდით მეორე ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ხუთსართულიანი შენობა  წყლის გაჟონვის გამო ჩამოინგრა. წყლის ნაკადმა შენობის საძირკველს ძირი გამოუთხარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი