ბროვარის ავიაკატასტროფა | დივერსია თუ უბედური შემთხვევა

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას უკრაინამ პირველი დანაკარგები ნახა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. შინაგან საქმეთა მინისტრის გარდაცვალება რომ შესაძლოა რუსების დივერსიას უკავშირდებოდეს, ამ ვერსიას უკრაინელი გამომძიებლები აქტურად განიხილავენ. პრეზიდენტი ზელენსკი კი მისი ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საიმედი თანამებრძოლის გარეშე დარჩა. რაც შესაძლოა სულაც არ იყოს შემთხვევითობა ან ფრანგული ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა.

ომში უბედური შემთხვევები არ ხდება - და ეს უკრაინის პრეზიდენტმაც შეახსენა ყველას. თითქმის ერთი წელია გლოვა, ცრემლი და დაშვებული დროშები უკრიანაში ყოველდღიურობაა, თუმცა გასულ კვირას დატრიალებული ტრაგედია მაინც განსაკუთღებით მტკივნეული აღმოჩნდა ომში მყოფი ქვეყნისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი