
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარიზში, პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
"ჩვენ ევროპის ისტორიის მომდევნო თავს ვწერთ და არ დავუშვებთ, რომ ევროპა იმ დროს დაუბრუნდეს, როცა პოლიტიკას ძალადობა ცვლიდა და ჩვენი კონტინენტი სიძულვილითა და ეროვნული მეტოქეობით იყო დანაწევრებული. გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორებისა და სადაზვერვო მანქანების, ასევე საზენიტო ბატარეის მიწოდებას ითვალისწინებს, ამერიკელ მეგობრებთან კოორდინირებული გადაწყვეტილებაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა. ერთად, როგორც ევროპელები, ევროპული მშვიდობის პროექტის დასაცავად, - ამბობს შოლცი.
იხილეთ ასევე: