კარნეგი ჰოლში დაკვრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის პატივი და აღიარებაა. თუმცა 23 წლის ასაკში ყველაზე თამამი მუსიკალური ოცნებების ახდენით არც ისე ბევრი შემოქმედია განებივრებული. ასეთთა შორის კი თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა ახალგაზრდა ქართველმა.
ელენე თაბაგარი მუსიკალურ განათლებას ამერიკაში, ჯულიარდის უნივერსიტეტში ეუფლება, საყვარელი მუსიკალი ინსტურმენტიც და სამაგისტრო ნაშრომიც ბაროკოს ეპოქას და გამორჩეული ჟღერადობის ინსტურმენტს - კლავისინს უკავშირდება.
ავტორი: რუსკა გიორგაძე