რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 20-ზე მეტი შეტევა განახორციელეს. 

"დღის განმავლობაში მტერმა 5 საჰაერო დარტყმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე, სარაკეტო შეტევა კი ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე... მტრის ძირითადი ძალისხმევა ბახმუტის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზეა კონცენტრირებული. მტერი ატარებს წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს, ავდეევკასა და ლიმანის მიმართულებით", - წერს გენშტაბი.

მათივე ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 120 760 ჯარისკაცი დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი