
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სნეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 პირი, კიდევ ერთი კი დაშავდა.
"დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ პეტრივკაზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 67 წლის ქალი დაიღუპა. დაზიანდა სამეურნეო შენობები და კერძო სახლი...
რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო ქალაქი ვოვჩანსკიც. ოკუპანტებმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. დაშავებულია 49 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - წერს სინეგუბოვი.