
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.
მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტის გუნდი კონკრეტული სამინისტროების გაუქმებას ან გაერთიანებას განიხილავს. წყაროების ცნობით, ცვლილებები პირველ რიგში, უკრაინის ენერგეტიკის, სპორტისა და მრეწველობის მინისტრებს შეეხებათ.
გამოცემის ცნობითვე, რადას დეპუტატებს განათლების მინისტრისა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციებზე სურთ ცვლილებები, თუმცა ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ.
ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი იღებენ.