
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ვეღარ მოახერხებს, რომ ახლად მობილიზებული ჯარისკაცები იარაღით და აღჭურვილობით უზრუნველყოს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ Ukinform-თან ინტერვიუსას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რუსეთმა ამ ტემპით გააგრძელა ახალწვეულების მობილიზება, მაშინ ქვეყანაში შრომის უნარიანი კაცი აღარ დარჩება.
"ჩვენი შეფასებით, დღეს მოსკოვში არა 300 000, არამედ 315 ათასი ახალწვეულია გაწვეული. ისინი ახლა მორიგ მობილიზაციას ახორციელებენ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, მათ უბრალოდ არ დარჩება შრომისუნარიანი მამაკაცები ქვეყანაში", - ამბობს გენერალი.
გენერალს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ისინი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ.
"ეს რუსეთია, თუ რამეს არასწორად იტყვი, მაშინვე საჭირო ადგილას გაგამწესებენ. ამ ჯგუფებისთვის, რომლებიც ახლა იქმნება საჭირო იარაღები არ აქვთ. რუსები ვერ აწარმოებენ იმდენს, რამდენსაც კარგავენ", - განმარტავს ვადიმ სკიბიცკი.
მისივე განცხადებით, მობილიზაცია უარყოფითად აისახება რუსეთის ეკონომიკაზეც.