
"ოკუპანტებს კიდევ ერთი სიურპრიზი ემუქრებათ", - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი დაზვერვის მეთაურ, კირილ ბუდანოვთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
"ჩვენ ერთნაირად გვესმის საკმაოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს. მტერი უკრაინის უშიშროების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგებს ძალიან სწრაფად იგრძნობს. ოკუპანტებს კიდევ ერთი სიურპრიზი ემუქრებათ", - ამბობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია უკრაინის დაზვერვისა და უშიშროების სამსახურს შორის მუშაობის არასაკმარისი კოორდინაციის შესახებ. მედია ვარაუდობს, რომ დღევანდელი შეხვედრა, სავარაუდოდ, დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის დამყარების მცდელობაა.