"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და მომავალ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის თქმით, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლეები საზოგადოებისთვის ოპოზიციასაც არ შეუთავაზებია. ეს კომენტარი მან პარტიის მაჟორიტარების სიასთან დაკავშირებთ გააკეთა.
სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია. თუმცა ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ არა სიახლის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ, - თქვა გია ვოლკსიმ.
ვოლსკის განმარტებით, არსებობს პრინციპული საკითხები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლელებიბი, რაზეც დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განსხვავებული პოზიცია გააჩნია და ამიტომ ის გუნდს დაშორდა. ვოლსკის თქმით, ოქრიაშვილის გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ "ქართული ოცნების" კანდიდატი აჯობებს. კახა ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" მაჟორიტარების კანდიდატებს შორის არ დასახელდა, გია ვოლსკი კი კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის.
ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატი "მონური მორჩილების" პრინციპით შეარჩია და გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს. მათი თქმით, ქვეყანას მომავლის ხედვა სჭირდება, "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულზე საუბრობს.
20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.