"ივანიშვილის პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-ს... დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად" | გახარია

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

- წერს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი და პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია Twitter-ზე. კობახიძემ სტრასბურგში CNN-ის სიუჟეტი შეაფასა და თქვა, რომ  "არსებობს გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი