"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის თქმით, არ აინტერესებს რას საუბრობენ მისი ოპონენტები ან კონკურენტები. კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებშიც გაიმარჯვებს.
ნამდვილად არ მაინტერესებს რას საუბრობს ჩემი ოპონენტი ან კონკურენტი, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის, შსაბამისად, მე მაქვს ჩემი მიზანი ჩემს გუნდთან ერთად და მაქსიმალურად ვეცდები ამ მიზანს მივაღწიო. ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც 2016 წელს დამიჭირა მხარი, ის შედეგი განმეორდება და შედეგი იქნება ისეთი როგორსაც მე და ჩემი გუნდი წარმოვიდგენთ, ეს არის გამარჯვება, - თქვა ლევან კობიაშვილმა.
კობიაშვილმა აღნიშნა, რომ თუ კახა კალაძესთან მის მეგობრობას ოპოზიცია,ხშირად ახსენებს ძალიან გაუხარდება.
ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატი "მონური მორჩილების" პრინციპით შეარჩია და გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს. მათი თქმით, ქვეყანას მომავლის ხედვა სჭირდება, "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულზე საუბრობს.
20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.