ოხანაშვილი ოპოზიციას ურჩევს არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას ურჩევს, რომ არასერიოზული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, მმართველი გუნდი მათ დღისწესრიგში არ შევა.

ეს ადამიანები პოლიტიკურად თავხედებიც არიან და პოლიტიკურად ცინიკოსებიც და მე ვურჩევ მათ, რომ არასერიოზული განცხადებებისგან ცოტა თავი შეიკავონ. როცა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურად ჯანსაღი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ ეს ნიშნავს იმას, რომ ელემენტარული პოლიტიკური პატივისცემა და კორექტულობა მართებთ, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთმანეთის მიმართ, - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

ოხანაშვილის თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციას ბინძური და არაადეკვატური კამპანია ექნება, რომელიც დეპუტატმა "პოლიტიკურად უზრდელურად" შეაფასა.

ოპოზიციის შეფასებით,  ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატი "მონური მორჩილების" პრინციპით შეარჩია და გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს. მათი თქმით, ქვეყანას მომავლის ხედვა სჭირდება, "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულზე საუბრობს.

20 ივლისს  "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.

ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი