"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველი გუნდის მაჟორიტარების სია ადამიანური პროფილებით წარუმატებელი ადამიანების სახეა. მისი თქმით, ეს წარუმატებლობის სიმბოლო იყო და სიაში 10-მდე ისეთი დეპუტატია, რომელსაც ხმა არ ამოუღია.
ჭ კლასის დონემდე დაეშვა ქართული ოცნება და მისი საკადრო შემადგენლობა, ვინაიდან პირველ არჩევნებში ა კლასი იყო, რესპუბლიკელები, გუბაზ სანიკიძის პარტია, ალასანიას პარტია, მეორე მოწვევის პარლამენტი გადავიდა უკვე ბ კლასში და იქიდანაც გაექცა ხალხი, ჩუგოშვილი და სხვები, უკვე ამ დარბაზში ნარჩენი დეპუტატების შემადგენლობა შემოგვთავაზეს - თქვა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატი "მონური მორჩილების" პრინციპით შეარჩია და გუნდს ახალი სახეები არ ჰყავს. მათი თქმით, ქვეყანას მომავლის ხედვა სჭირდება, "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულზე საუბრობს.
20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. პრეზენტაცია კოჯორში გაიმართა და მას რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
ქართული ოცნების თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ.
ქართული ოცნების მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.