არახამიამ გაათავისუფლა მოადგილე, რომელმაც ომის დროს კიევში ძვირადღირებული სახლი იყიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თანამდებობიდან ათავისუფლებს თავის მოადილეს, პაველ ხალიმონს, რომელმაც, ომის მიმდინარეობისას, კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა. 

"თუ სახალხო დეპუტატი ხარ და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს, ეთიკურად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება" -  დაწერა არახამიამ და სამართალდამცველებს საქმის გამოძიებიკენ მოუწოდა.

მანამდე კი დავით არახამია განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, გაზაფხულზე დაიწყება კორუმპირებული ჩინოვნიკების აქტიური დაკავება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი