
"დღეს ხელი მოაწერა რამდენიმე განკარგულებას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახად, საჯარო მოხელეები შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან ახლა ქვეყანაში დასვენების დრო არ არის.
"არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოხელეს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. ეს ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სახალხო ამომრჩეველს, პროკურორებს და ყველას , ვინც უნდა იმუშაოს სახელმწიფოსთვის. მათ, ვისაც ახლა დასვენება უნდათ - საჯარო სამსახურის საზღვრებს გარეთ დაისვენებენ. ჩინოვნიკები საზღვარგარეთ შვებულებაში ან სხვა არასახელმწიფო მიზნით წასვლას ვეღარ შეძლებენ",- ამბობს ზელენსკი.