ქვეყნები, რომლებსაც ლეოპარდის ტიპის ტანკები ჰყავთ, უნდა მოამზადონ უკრაინაში გასაგზავნად - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ ის მზად არის მაღალი ფასი გადაიხადოს ამ უსამართლო ომისთვის. მან მოაბილიზა 200,000-ზე მეტი ჯარისკაცი და ახალ იარაღს იღებს ისეთ ავტორიტარული რეჟიმებისგან, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა. 

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არანაირი ინდიკატორი არ გვაქვს იმისა, რომ პუტინმა შეცვალა მისი მიზნები. მას უნდა რომ უკრაინა აკონტროლოს და ახალ თავდასხმებს გეგმავს. 

ერთადერთი გზა, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დავამყაროთ არის ის, რომ პუტინს ნათლად ვაჩვენოთ, რომ ის ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ უფრო მძიმე და განვითარებული სისტემები, რათა უკრაინის ძალებმა მოახერხონ და მოიგერიონ რუსული ძალები. არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და ტერიტორიის უკან დაბრუნებისთვის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში... 

მეგობარ ქვეყნებს, რომლებსაც ლეოპარდის ტიპის ტანკები ჰყავთ, შეუძლიათ დააზუსტონ იმ ტექნიკის რაოდენობა, რომლებიც თავისუფალია უკრაინელებისთვის გადასაცემად. მათ უნდა მოამზადონ ეს აღჭურვილობა გასაგზავნად და დაიწყონ უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება"

განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან გამართულ საერთო ბრიფინგზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი