"რუსეთს, გადამოწმების მიზნით, მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ტყვეების სია გადავეცით" | ლუბინეცი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრი ლუბინეცის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს გადამოწმების მიზნით 748 მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ტყვეების სია გადასცა. 

"ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად არიან [ტყვეები], რა ადგილას, რა მდგომარეობაში... უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთისგან ამ მონაცემებსაც მიიღებს. ამ სიის გადამოწმების შედეგები ამ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკების საგანი იქნება" - ამბობს ლუბინეცი.

მისივე თქმით უკრაინას სურს დააბრუნოს ყველა ადამიანი, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება 2014 წლიდან, თქვა მან: "თურქეთს სურს, რომ უკრაინას უკრაინელების გამოყვანაში დაეხმაროს, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ თავზე აიღო მოლაპარაკების მისია. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საქმე წინ წავა და უკრაინელები შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას." 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი